
აბაშა, ქალაქი საქართველოში, აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარეებს აბაშასა და ნოღელას შორის, ზღვის დონიდან 23 მ სიმაღლეზე. ქალაქად გამოცხადდა 1964 წელს. მოსახლეობა 6,4 ათასი (2002 წ.). ქალაქში არის რკინიგზის სადგური, სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. აბაშაში არის ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენცია.
ქალაქი
აბაშა
სოფლები
აბაშისპირი «» ბულვანი «» გამოღმა ზანათი «» გამოღმა კოდორი «» განათლებისკარი «» გაუწყინარი «» გაღმა ზანათი «» გაღმა კოდორი «» გეზათი «» გუგუნაყათი «» გულეიკარი «» გულუხეთი ეწერი «» თხმელარი «» კეთილარი «» მაიდანი «» მარანი «» მარანჭალა «» მეორე ეწერი «» მეორე ონტოფო «» ნაესაკაო «» ნორიო «» პატარა გეზათი «» პირველი ეწერი «» პირველი მაისი «» პირველი ონტოფო «» საბოკუჩავო «» საგვაზავო «» სამიქაო «» სეფიეთი «» სუჯუნა «» ტყვირი «» ქვიშანჭალა «» ქოლობანი «» ცილორი «» ძველი აბაშა «» ძიგური «» წალიკარი «» წყემი
აბაშის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მუნიციპალიტეტი სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე ქუთაისის გუბერნიის სენაკის მაზრაში შედიოდა, 1917-1930 წლებში — სენაკის მაზრაში, 1930 წლიდან ცალკე მუნიციპალიტეტია, 1963-1966 წლებში შედიოდა ყოფილ გეგეჭკორის (ამჟამად მარტვილის) მუნიციპალიტეტში.
სექციების სია[დამალვა] |
ბუნება [რედაქტირება]
მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, ზღვის დონიდან 20-50 მ-ის სიმაღლეზე. ტერიტორია — 322 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 210 კვ.კმ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები რიონი, ცხენისწყალი, აბაშა, ნოღელა. მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა საშენი ქვიშა და სააგურე თიხა.
გეოგრაფია [რედაქტირება]
აბაშის მუნიციპალიტეტი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, კოლხეთის დაბლობზე, 1930 წლის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის შემდეგ არის ცალკე მუნიციპალიტეტი და მდებარეობს ამჟამინდელ საზღვრებში: ჩრდ-ით ესაზღვრება - მარტვილის, აღმოსავლეთით სამტრედიის, სამხრეთით სამტრედიისა და ლანჩხუთის, დასავლეთით სენაკის მუნიციპალიტეტი. ფართობი - 320,8 კმ2, ადმინისტრაციული ცენტრი ქ. აბაშა.
მუნიციპალიტეტის ტერიტორია ზღვის დონიდან 20-50 მ სიმაღლის ვაკე-დაბლობია, აგებულია მეოთხეული ნალექებით (რიყნარით, ქვიშებით, თიხებით), უმაღლესი ადგილია სოფ. სეფიეთის მიდამოები, მოიპოვება მაღალი ხარისხის საშენი ქვიშა, ხრეში და სააგურე თიხა.
მუნიციპალიტეტში გაბატონებულია ნოტიო სუბტროპიკული ჰავა, საშუალო წლიური ტემპერატურაა - 14 ცელსიუსი, იანვრის ტემპერატურა - 4,9 ცელსიუსი, ივლისის - 22,9 ცელსიუსი. ნალექების წლიური რაოდენობაა 1620 მმ, გაზაფხულზე იცის მოულოდნელი ყინვები. ზაფხული ზოგჯერ გვალვიანია. ქარები მუსონურია, ხშირია ფიონები და ბრიზები.
ჰიდროგრაფიული ქსელით მუნიციპალიტეტი მდიდარია. აქ უმეტესად მოცემულია მდინარეთა ქვემო დინებები. საზრდოობა შერეული ხასიათისაა. წყალდიდობა ახასიათებთ გაზაფხულზე, წყალმცირობა ზამთარში. მდინარეებიდან აღსანიშნავია: რიონი, ცხენისწყალი, აბაშა. მცირე მდინარეებია: ნოღელა, კოვზა, ზანა. აბაშის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ”სირიაჩქონის” ჭაობია.
ნიადაგები ძირითადად ალუვიურ-კარბონატულია. რიონის მარცხენა სანაპიროზე კი ჭაობიანი ნიადაგებია. მცენარეული საფარი კოლხური ტიპისაა.
ხის ჯიშებიდან გვხვდება:
- მურყანი
- ჭალის მუხა
- თელა
- წიფელი
- ლეშამბო.
ცხოველთა სამყარო მრავალფეროვანია, გვხვდება ტურა, მელა, მაჩვი, კვერნა. მცირე რაოდენობითაა გარეული ღორი, შველი, ხოხობი, რომელთა დასაცავად რიონის პირას შექმნილია კაცობურის აღკვეთილი.
ძირითადი ლანდშაფტებია:
- ვაკე-დაბლობი, კოლხური მცენარეულობით, ალუვიური და სუბტროპიკული ეწერი ნიადაგებით.
- ჭალები მდელო-ტყის მცენარეულობით და ალუვიური ნიადაგებით.
მოსახლეობა [რედაქტირება]
მოსახლეობის რიცხოვნობა — 28 ათასი კაცი; სიმჭიდროვე — 89 კაცი კვ.კმ-ზე. მუნიციპალიტეტში 41 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 40 სოფელი.
ადგილობრივი თვითმმართველობა [რედაქტირება]
აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა მუნიციპალიტეტის საკრებულო, აღმასრულებელი ორგანო — მუნიციპალიტეტის გამგეობა. მმართველობის ადმინისტრაციული ერთეულებია:
- ქალაქის საკრებულო — 1: აბაშის;
- თემის საკრებულო — 13: გეზათის, ზანათის, კეთილარის, მარნის, ნაესაკოვოს, ნორიოს, ონტოფოს, პირველი მაისის, სამიქაოს, სუჯუნის, ტყვირის, ქოლობნის, წყემის;
- სოფლის საკრებულო — 2: სეფიეთის, ძველი აბაშის.
ეკონომიკა [რედაქტირება]
წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, მათ შორის მიწათმოქმედება და მეცხოველეობა. მისდევენ ასევე მემცენარეობას, მებოსტნეობა-მებაღჩეობას. მრავალწლიანი კულტურებიდან მთავარია ჩაი. მუნიციპალიტეტში არის მცირე სამშენებლო და სასურსათო საწარმოები, ჩაის ფაბრიკა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის სამხრეთ კავკასიის რკინიგზის მაგისტრალი.
რელიგია [რედაქტირება]
მუნიციპალიტეტში არსებული ეკლესია–მონასტრები:
- სუჯუნის წმ. გიორგის საკათედრო ტაძარი - სოფ. სუჯუნა
- ჯვართამაღლების სახელობის ეკლესია - სოფ. მარანი
- წმ. გიორგის სახელობის ტაძარი - პირველი მაისი
- მაცხოვრის სახელობის ეკლესია - სოფ. ტყვირი
- წმ. გიორგის სახელობის ტაძარი - სოფ. გულეიკარი
- წმ. გიორგის სახელობის ეკლესია - სოფ. გეზათი
- წმ. გიორგის სახელობის ეკლესია - სოფ. სამიქაო
- ელია თეზბიტელის სახელობის ეკლესია - სოფ. მაიდანი
- მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია - ქ. აბაშა, კვათანის უბანი
- სეფიეთის მთავარანგელოზთა ეკლესია - სოფ. სეფიეთი
- მაცხოვრისკარის ეკლესია - სოფ. განათლებისკარი
კულტურა [რედაქტირება]
მუნიციპალიტეტში არის:
- სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა – 32
- კერძო ზოგადსაგანმანათებლო სკოლა – 1
- ბიბლიოთეკა – 19
- თეატრი – 1
- მუზეუმი – 1
აბაშის მუნიციპალიტეტიდან იყვნენ მეცნიერებისა და კულტურის თვალსაჩინო მოღვაწენი:
- დუტუ მეგრელი (დიმიტრი ხოშტარია)
- კონსტანტინე გამსახურდია
- ვარლამ თოფურია
- მამანტი კანდელაკი
- იასონ გაბილაია
- ნესტორ გაბილაია
- კონსტანტინე კაპანელი
- ალექსანდრე აბაშელი (ჩოჩია)
- თამარ კუცია-ღვალაძე
- პავლე კანდელაკი
- ნიკოლოზ (ჯვებე) იოსელიანი
- ბებე ჯაიანი
- ჯაჯუ ჯორჯიკია
- ზვიად გამსახურდია
ცნობილი მედიკოსები:
ქართული კულტურის მეცენატები:
ღირსშესანიშნაობანი [რედაქტირება]
ისტორიული ძეგლები:
- სეფიეთის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია
- ტყვირის მაცხოვრის სახელობის ეკლესია
- სუჯუნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია
- კადარის ეკლესია
- გულეიკარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია
მუზეუმები
- მწერალ-აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი
No comments:
Post a Comment