
დაბა თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში, მდებარეობს თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ალგეთის მარცხენა ნაპირზე. მანგლისი და მანგლისის ხეობა მოხსენიებულია ქართლის ცხოვრებაში IV საუკუნეში; მანგლისი ერთ-ერთი იყო იმ 18 სამთავროდან, რომლებიც დამოუკიდებლად დებდნენ ზავის პირობებს არაბებთან. [1]მანგლისსა და მანგლისის ხეობაში ხშირ შემთხვევაში იგულისხმება შემდეგ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია: აღმოსავლეთით - დიდგორის და ბენდერ-ბენდენის მთის კალთები, დასავლეთით - არჯევნის, იგივე კადკაია-კაჩკაიას ქედი და საკრისის მთია, რომელსაც რუსულენოვანი მოსახლეობა ყვითელ მთას უწოდებს (რუს. Жёлтая гора), სამხრეთით ბენდერის, იგივე ბედენის ქედი, ჩრდილოეთით კი - დიდგორის ქედი. [2]. მანგლისში 1682 წლამდე მანგლისში ინახებოდა იმ ჯვრის ლურსმანი, რომელზეც ბიბლიური გადმოცემის თანახმად გააკრეს იესო ქრისტე. [3]მანგლისში მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი - მანგლისის მარიამ ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, რომელიც ქართულ ლიტერატურაში მეოთხე საუკუნიდან მოიხსენიება.[3]. 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის შედეგად მანგლისი და მანგლისის მხარე გაუკაცრიელდა. 1824 წლისთვის მანგლისში იდგა ერევნის მეცამეტე გრენადერთა პოლკი, რომელმაც მოახდინა დაუსახლებელი ტერიტორიის კოლონიზაცია.
URL:http://www.myvideo.ge/?video_id=631392
No comments:
Post a Comment