
მარტვილი — ქალაქი საქართველოში, მარტვილის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე აბაშისწყლის ნაპირას. ქალაქად გამოცხადდა 1964 წელს და ეწოდებოდა ”გეგეჭკორი”. მოსახლეობა 20,1 ათასი (2002 წ.). ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. მარტვილში არის ჭყონდიდის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.
გალერეა [რედაქტირება]
ქალაქი
მარტვილი
სოფლები
აბედათი «» ალერტი «» ბანძა «» ბობოთი «» გაჭედილი «» გოდოგანი «» დიდი ინჩხური «» დიდი ჭყონი «» დობერაზენი «» დოშაყე «» დღვანა «» ეწერი «» ვახა «» ვედიდკარი «» ზემო ნაგვაზავო «» ზემო ხუნწი «» თამაკონი «» თარგამეული «» კურზუ «» ლებაჩე «» ლეგულორდავე «» ლედგებე «» ლევახანე «» ლეკეკელე «» ლეკვანტალიე «» ლემიქავე «» ლეპატარავე «» ლეჟვანიე «» ლესხულუხე «» ლეფოჩხუე «» ლექაჯაიე «» ლექობალე «» ლეცავე «» ლეციცხვაიე «» ლეხაინდრავო «» მახათი «» მეორე ბალდა «» მეორე გურძემი «» მეორე კიწია «» მესამე ბალდა «» მუხურჩა «» ნაგებერავო «» ნამიკოლავო მეორე «» ნამიკოლავო პირველი «» ნახუნავო «» ნახურცილავო «» ნაჯახავო «» ნობულევი «» ნოღა «» ნოჯიხევი «» ონოღია «» ორქა«» ოჩე «» პატარა თამაკონი «» პატარა ინჩხური «» პატარა ოჩე «» პატარა ჟინოთა «» პირველი ბალდა «» პირველი გურძემი «» პირველი კიწია «» ჟინოთა «» საბერულავო «» სალხინო «» სანაჭყებიო «» სერგიეთი «» სკურდი «» სტეფასდაბალი «» ტალერი «» ქვემო ნაგვაზავო «» ქვემო ხუნწი «» წაჩხური «» წინაკვერკვე «» ჭაბურთა «» ჯოლევი
მარტვილის მონასტერი — ადრეული შუა საუკუნეების ქრისტიანული ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი ქალაქ მარტვილში, სამეგრელო.
სამონასტრო კომპლექსი დგას მაღალ ბორცვზე მოხერხებულ გეოგრაფიულ და სტრატეგიულ ადგილზე, საიდანაც თითქმის მთელი იმერეთ-სამეგრელო მოჩანს. იგი გალავნითაა შემოსაზღვრული. მთავარი ტაძარი ამჯამად ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა. ტაძარი თავდაპირველად ჯვრის ტიპის
ნაგებობა ყოფილა. თურქ-არაბთა შემოსევებმა ძლიერ დააზიანა იგი. რის გამოც X საუკუნეში გიორგი მეორემ ხელახლა საფუძვლიანად შეაკეთებინა იგი. სავარაუდოდ, ამის გამო მიაწერს "ქართლის ცხოვრება" გიორგის მარტვილის ეკლესიის აღშენებას. ტაძრის ჯვრის ტოტები მოშალეს და მოუშენეს ეკვდერები. მხოლოდ აღმოსავლეთშია ხელუხლებლად შემორჩენილი წახნაგოვანი შვერილი, ორივე მხრივ ღრმა ნიშნით.
ტაძარში შემორჩენილია მე-14, მე-16, და მე-17 საუკუნის ფრესკები. მისი მშვენებაა საკურთხევლის კონქში წარმოდგენილი მარტვილის ღვთისმშობელი .
ისტორია [რედაქტირება]
უხსოვარი დროიდან ჭყონდიდი წარმართული რელიგიის კერა იყო. მაღალ ბორცვზე იდგა ბომონი-ჭყონის (მუხის) უზარმაზარი ხე. იგი წარმოადგენდა ნაყოფიერების, გამრავლებისა და ოჯახის კეთილდღეობის მფარველ კაპუნიას წარმართულ სალოცავს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა თაყვანს სცემდა, აქაური ქურუმები-ჭყოინდარები კი ჩვილებს სწირავდნენ. პირველი ეკლესია სწორედ აქ მდებარე მუხის ადგილას აშენებულა (თარიღი უცნობია) ანდრია პირველწოდებულის სახელზე, რომელმაც სამეგრელოში ქრისტიანობა იქადაგა.
გვიან, მე-7 საუკუნეში აშენდა მარტვილ-ჭყონდიდის ტაძარი, რომლის ტრაპეზი დაფლულ სიწმინდეს - მოჭრილ მუხის ფესვებს დაეფუძნა.
მარტვილ-ჭყონდიდის მანასტერი მე-10 საუკენეში ქართული ეკლესიის ერთ-ერთ ბურჯად აქცია აფხაზთა მეფე გიორგი მეორემ, როდესაც იგი საეპისკოპოსო კათედრად გამოაცხადა. ტაძარს შერჩა სახელი მარტვილი, ეპისკოპოსებს კი ჭყონდიდელები ეწოდად. მე-10 საუკენეში აქ მოღვაწეობდა იოანე მინჩხი — ჰიმნოგრაფი.
მარტვილის მონასტერი ძლიერი საგანმანათლებლო კერა იყო. ბაგრატ მეოთხემ ჭყონდიდი სამოღვაწეო კათედრად მიუჩინა გიორგი მთაწმინდელს. "ქართლის ცხოვრების" ცნობით ბაგრატ IV მარტვილის მონასტერშია დამარხული.
მონასტერში იყო კრიპტერია - გადამწერ ბერთა სამყოფი. ითარგმნებოდა წიგნები, იქმნებოდა ორიგინალური ნაწარმოებები.
მონასტრის სახელოვანი მწიგნობრები [რედაქტირება]
მარტვილში მოღვაწეობდნენ ქართული სულიერების მატარებელი მწიგნობრები და განმანათლებლები:
- სტეფანე სინანოის ძე ჭყონდიდელი - მე-10 ს.
- გიორგი ჭყონდიდელი - მე-11 ს.
- იოანე ჭყონდიდელი - მე-11 ს.
- სვიმონ ჭყონდიდელი - მე-12 ს. - ცნობილი კალეგრაფი და გადამწერი
- ანტონ გნოლისთავიძე, იგივე ანტონ ჭყონდიდელი (თამარის თანამედროვე, თარგმნა წიგნი "სააქიმიო")
- არსენ ჭყონდიდელი - მე-13 ს.
- ანტონ ცაგერელ-ჭყონდიდელი (ფილისოფოსი, თარგმა ლოღიკის სახელმძღვანელო)
- რომანოზ მესვეტე - მე-19 ს.
მათ შორის ყველაზე გამორჩეული და შთამბეჭდავი გიორგი ჭყონდიდელი, დავით აღმაშენებლის აღმზრდელი და "თანაგამკაფელი ყოველთა გზათა" იყო.
No comments:
Post a Comment