
ჭავჭავაძეები
ჭავჭავაძეები, ფეოდალური საგვარეულო კახეთში. ცნობილია XV საუკუნიდან. შემდგომში ჩამოყალიბდა საგვარეულოს ორი შტო: ერთი — თელავსა და წინანდალში, მეორე — ყვარელსა და შილდში. იოანე ბაგრატიონის მიხედვით, ჭავჭავაძეებმა დიდგვაროვანთა ტიტული მიიღეს 1680 წელს მეფე ერეკლე I–ის დროს. შემდგომ მეფე თეიმურაზმა უბოძა მათ აზნაურობის ტიტული, ყმები და სამეფო მამული. საბოლოოდ, მეფე ერეკლე II–მ დაუმტკიცა თავადობა. რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ ჭავჭავაძეთა თავადობა დაადასტურა იმპერატორის 1825, 1828, 1829 და 1850 წწ. ბრძანებებმა.
No comments:
Post a Comment